ვიზიტი უკრაინაში 06/01/2016 4:30 PM

 ,,არა ომს და სამხედრო კონფლიქტებს“ -პროექტის ფარგლებში სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები საპასუხო ვიზიტით ესტუმრნენ ზაპოროჟიეს რეგიონალურ სამხედრო სპორტულ ლიცეუმს ,,ზახისტნიკს“. 

ქართული დელეგაცია ზაპოროჟიეს ლიცეუმს 27 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით სტუმრობდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში განხორციელდა არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები.

   28 მაისს, ვიზიტის პირველ დღეს ლიცეუმის წარმომადგენლები დაესწრნენ კურსდამთავრებულთა გამოშვებას. გამოშვების ღონისძიებაში კადეტებიც იყვნენ ჩართულები, მათ მონაწილეობა მიიღეს საზეიმო მსვლელობაში. კურსდამთევრებულებს სიტყვით მიმართა ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ და მათ ატესტატებთან ერთად ლიცეუმის მისალოცი ბარათები გადასცა. ,,ჰერიო ბიჭებო“- ამ სიმღერით მიულოცა ქართველმა კადეტმა ივერი შარაშენიძემ სამწყობრო მოედანზე განლაგებულ კურსდამთავრებულებს ლიცეუმის დამთავრება. სტუმრების პატივსაცემად უკრაინელმა პატარა გოგონამ შეასრულა სიმღერა ,,თბილისო“, რამაც დადებითი ემოციები გამოიწვია იქ მყოფთა შორის. ღონისძიების დასრულების შემდეგ ქართველი და უკრაინელი კადეტები იმყოფებოდნენ ტექნიკის მუზეუმში ,,მოტორ სიჩ“ რის შემდეგაც ლიცეუმის ტერიტორიაზე ჩატარდა სასწავლო საველე თამაშები და ბრეინ-რინგი სამხედრო თემატიკაზე. 

   არანაკლებ საინტერესო და დატვირთული იყო სტუმრობის მეორე დღე. კადეტებმა და ლიცეუმის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ზაპოროჟიეს ღირშესანიშნავი ადგილები, როგორიცაა ,,ზაპოროჟიეს მუხა“, ზაპოროჟიეს კუნძული ,,ხორტიცა“, დაესწრნენ კაზაკთა გასართობ შოუს, გაისეირნეს მდინარე დნეპრზე. ღირშესანიშნავი ადგილების მონახულების შემდეგ ლიცეუმის ტერიტორიაზე მოეწყო გასართობი სპორტული შეჯიბრებები.საღამოობით კადეტები იკრიბებოდნენ კოცონთან, სადაც ჟღერდა ქართული და უკრაინული სიმღერები.

მესამე დღეს ლიცეუმის კლუბში ორივე მხარის კადეტებმა წარმოადგინეს თავიანთი ქვეყნებისა და ქალაქების პრეზენტაციები,ასევე ქართული და უკრაინული სიმბოლიკისა და სამზარეულოს შესახებ. ჩატარდა საინტერესო და სახალისო ინგლისურის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოოგიისა და მათემატიკის გაკვეთილები. საგაკვეთილო პროცესი წარიმართა ,,Smartboard” დაფის გამოყენებით, ნაჩვენები იქნა თუ რამდენად ეფექტურია სასწავლო პროცესში ,,learningapps” და ,,plickers” პროგრამების გამოყენება. საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ განტვირთვის დრო დადგა და სტუმრები მასპინძლებთან ერთად იმყოფებდნენ ავტო რეტრო კლუბ ,,ფაეტონში“, სადაც გამოფენილია უნიკალური და ერთადერი ავატომობილების ნიმუშები. საინტერესო სანახაობის შემდეგ ლიცეუმის ტერიტორიაზე კადეტებმა გაიარეს სახალისო მასტერ კლასი ,,ვარენიკების“ კეთებაში. დღის ბოლოს ლიცეუმის კლუბში ჩატარდა დასკვნითი კონცერტი, რომელშიც ქართველი კადეტებიც მონაწილეობდნენ. მათ მიერ შესრულებულმა ქართულმა ხალხურმა სიმღერებმა მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა. ღონისძიების ბოლოს ორივე მხარემ ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

   ზაპოროჟიეს ოლქის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის დირექტორის ტატიანა ოზეროვას მიწვევით ლიცეუმის დირექტორი და მოადგილ;ე იმყოფებოდნენ ხორტიცის ნაციონალურ აკადემიაში, რომელიც არის პედაგოგიკისა და ფსიქოლოოგიის სარეაბილიტაციო ცენტრი. შეხვედრაზე დაიგეგმა განათლებიოსა და მეცნიერების დეპარტამენტის დირექტორის, ზაპოროჟიეს ოლქის განათლების წარმომადგენლების ვიზიტი ლიცეუმში.

   საერთაშორისო მეგობრული ურთიერთობის გაძლიერებისთვის ორივე ქვეყნის ლიცეუმების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რათა დაიგეგმოს საველე პრაქტიკის გავლა, როგორც საქართველოში ასევე უკრაინაში. 

   პროექტი განხორციელდა eTwining პროგრამის მეშვეობით, რომელიც ხელს უწყობს სხვადსხვა ქვეყნის სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეეების თანამშრომლობას.

ფოტო გალერეა