ვირტუალური ტური კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 03/29/2019 12:00 AM

   პროექტის ,,ვიარ სისტემები და ვირტუალური ლაბორატორია სასწავლო პროცესში“ ფარგლებში შეიქმნა ლიცეუმის ვირტუალური ტური. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩამოტვირთოს შესაბამისი აპლიკაცია და დისტანციურად ესტუმროს ლიცეუმს. აპლიკაციის გადმოსაწერად მიჰყევით ბმულს. პროექტის ფარგლებში ,,ვიარ სისტემები და ვირტუალური ლაბორატორია სასწავლო პროცესში“ მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის შემუშვება და ვიარ სისტემების სასწავლო სილაბუსებზე მორგება. სისტემები გაცილებით უფრო საინტერესოს და ნაყოფიერს გახდის სასწავლო პროცესს. პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის და პროგრამების შექმნისათვის ლიცეუმი აქტიურად თანამშრომლობს Fab-Lab ის ლაბორატორიასთან.