ვიქტორინა “ჩვენ გვიყვარს საქართველო“ 06/03/2019 12:00 AM

   დღეს ქუთაისის საბრძოლო დიდების მუზეუმში ისტორიულ თემაზე ვიქტორინა გაიმართა. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ კადეტები და ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები. ვიქტორინა სახელწოდებით “ჩვენ გვიყვარს საქართველო“ გუნდური შეჯიბრის პრინციპით რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ყოველ ეტაპზე გუნდს ხუთი კითხვა და მოსაფიქრებლად ათი წამი ეძლეოდა. გუნდები ერთმანეთს ღირსეულ მეტოქეობას უწევდნენ. კადეტები მიღწეული წარმატებისათვის ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისაგან დიპლომებით დაჯილდოვდნენ. კადეტთა გუნდს ფასილიტაციას უწევდნენ პედაგოგები: ზინა ბუბუტეიშვილი და გიგა ბასილაძე.

ფოტო გალერეა

ვიდეო