ვიდეორგოლების კონკურსი 11/13/2018 12:00 AM

   ლიცეუმში ვიდეორგოლების კონკურსის ,,გახდი კადეტის“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებულებს პრიზები საზეიმო ვითარებაში ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ გადასცა. ლუკა ჩოხელი სიგელითა და პლანშეტით დაჯილდოვდა, გიორგი შაქარაშვილი კი სიგელით, წიგნებითა და ლიცეუმის სიმბოლური საჩუქრებით. კონკურსის ფორმატიდან გამომდინარე გამარჯვებულები ორი დღის განმავლობაში კადეტებთან ერთად მათი დღის განრიგით ცხოვრობდნენ. ამ დროის განმავლობაში მათ ხელმძღვანელობდა მესამე სასწავლო კურსის უფროსი მაიორი ზურაბ ჭელიძე, მეგზურობას კი მესამე სასწავლო კურსის კადეტები ნუგზარ ქვარიანი და ოთარ ჯანგავაძე უწევდათ. განრიგი მათთის საკამოდ დატვირთული და საინტერსო აღმოჩნდა. ,,ლიცეუმში შემოსვლისთანავე ჩემი ყურადღება გამწვანებულმა სკვერმა და წესრიგმა მიიპყრო. მე მქონდა ლიცეუმის შესახებ ინფორმაცია, ვიცოდი რომ თანამედროვე სტანდარტების სასწავლებელია, თუმცა ასეთს ნამდვილად არ ველოდი. რეჟიმი რთულია, მაგრამ მიუჩვეველია არაფერია. განსაკუთრებით მომეწონა ელენკოსა და რობოტექნიკის გაკვეთილები“- განაცხადა გიორგი შაქარაშვილმა. ,,ჩემმა ხელოვნების პედაგოგმა მითხრა ამ კონკურსის შესახებ. მან ჩათვალა, რომ ეს კონკურსი ჩემთვის იყო, რადგანაც ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა სამხედროების მიმართ. თავისუფალ დროსაც კი ჯარისკაცებს ვხატავდი. ნამდვილად არ ვიცოდი ამ სასწავლებლის არსებობის შესახებ. ლიცეუმში ყოფნა მომეწონა, ძალიან კარგი კადეტები გყავთ, მოწონს როცა დილა ჰიმნით იწყება, ასევე სამხედროების სალამი, როცა დროშას ჩაუვლიან. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ჩემთვის სიმულაციური სროლები იყო. ვაპირებ ჩავაბარო ლიცეუმში და ჩემს მეგობრებსაც ვურჩიო აქ სწავლის გაგრძელება“ - აღნიშნა ლუკა ჩოხელმა.

ფოტო გალერეა