ვიდეორგოლების კონკურსი „გახდი კადეტი“ 11/01/2018 12:00 AM

   დღეს ვიდეორგილების კონკურსის ,,გახდი კადეტის“ შესარჩევი ტური და გამარჯვებულის გამოვლენის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადი შემადგენლობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ჟიურიმ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეთა მიერ გამოგზავნილი ვიდეორგოლებიდან სამი საუკეთესო შეარჩია. შერჩეული ვიდეოებიდან ერთი გამარჯვებული დაასახელეს კადეტებმა, დანარჩენი ორიდან გამარჯვებული კი გამოვლინდება ე.წ. ,,ლაიქების” მეშვეობით. ჟიურის მიერ შერჩეულ სამი საუკეთესო ვიდეოს შემქმნელები არიან: 1. ლუკა ჩოხელი- მცხეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე; 2. პოღოს ბალოიან, მარიამ სააკიან, ერჯანიკ ბალოიანი- ასპინძის სოფ. დამალის სომხურენოვანი საჯარო სკოლა; 3. ბიჭიკო გულარაშვილი, ბექა ბეჟიტაშვილი, ზაურ გამზაევი - სამტრედიის სოფ. საჯავახოს საჯარო სკოლა. ზემოთ ჩამოთვლილ მოსწავლეთაგან გამარჯვებული არის ლუკა ჩოხელი, დანარჩენებს შორის გამარჯვებული გამოვლინდება 5 ნოემბერს ე.წ ლაიქების მეშვეობით. ჟიურის სიმპატია კი დაიმსახურა ქუთაისის №30 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი შაქარაშვილმა. კომპეტენტური ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ქუთაისის მ. ბალანჩივძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, კინომცოდნე თამთა თურმანიძე, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ლევან მიქიაშვილი. კონკურსის ფორმატიდან გამომდინარე გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ ფასიან საჩუქრებს. ასევე ისინი ორი დღის განმავლობაში იქნებიან ლიცეუმში და გაეცნობიან ლიცეუმში მიმდინარე პროცესებს.

ფოტო გალერეა