სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს ვიდეორგოლების კონკურსს-,,გახდი კადეტი“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების მე-7-9 კლასების მოსწავლეებს. მათ თემატიკის შესაბამისად უნდა შექმნან ერთ წუთამდე კრეატიული ვიდეო რგოლი და გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
კონკურსის შედეგად გამოვლინდება ორი გამარჯვებული. ერთ გამარჯვებულს გამოავლენს კონკურსისათვის სპეციალურად შექმნილი ჟიური, ხოლო მეორე გამარჯვებული გამოვლინდება ე.წ ,,ლაიქების“ მეშვეობით.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქარი, ასევე მათ შესაძლებლობა ექნებათ 2 დღის განმავლობაში იცხოვრონ კადეტებთან ერთად და გაეცნონ ლიცეუმში მიმდინარე პროცესებს.
შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 595919592
ვიდეორგოლების კონკურსი -„გახდი კადეტი“