ფრანგული ენის მასწავლებლის ვაკანსია 09/13/2021 1:52 PM

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს კონკურსს ფრანგული ენის (არანაკლებ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე) მასწავლებლის ერთი ნახევარგანაკვეთიანი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

მსურველებმა გთხოვთ, 2021 წლის 13 სექტემბრიდან 2021 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით განაცხადები (ფორმა)  გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე cml@mod.gov.ge , ასევე შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: www.teacherjobs.ge

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა/შეფასება.
2. გასაუბრება/ტესტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა მოხდება 2021 წლის 20 სექტემბერს, ხოლო გასაუბრება/ტესტირება 2021 წლის 21 სექტემბერს 12:00 საათზე.

პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან და დაიბარებენ გასაუბრებასა და ტესტირებაზე.

შერჩევის კრიტერიუმები:

  1. უმაღლესი განათლების ქონა ( კვალიფიკაცია/ხარისხი);
  2. მასწავლებლის სტატუსი (უფროსი/ წამყვანი/მენტორი);
  3. სერტიფიკატები;
  4. პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლები 3 წლისა;
  5. პროფესიული განვითარებისა და გადამზადების კურსები;
  6. ტრენინგები, სწავლებები;
  7. ჯილდოები ( მადლობა/წახალისება);
  8. უწყვეტი პროფესიული სტაჟი;
  9. პროფესიული აქტივობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14