ვაკანსია კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 04/10/2021 10:46 AM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს კონკურსს ფინანსური მართვის და შესყიდვების განყოფილების სპეციალისტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
მსურველებმა გთხოვთ, CV წარმოადგინეთ 2021 წლის 12 აპრილიდან 2021 წლის 23 აპრილის ჩათვლით ელ-ფოსტაზე [email protected]
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

•საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
•გასაუბრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა მოხდება 2021 წლის 26 აპრილს, ხოლო გასაუბრება 2021 წლის 27 აპრილს 14:00 საათზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•უმაღლესი განათლება ეკონომიური განხრით;
•ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება (ელექტრონულ ტენდერებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
•საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word; Excel)
•„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტების ცოდნა;
•გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
•პასუხისმგებლობის გრძნობა;
•ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
•შრომისმოყვარეობასა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
•პრიორიტეტი ინგლისური ენის ცოდნა.


დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 19 81 69.