აშშ არმიის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მრჩეველთა ჯგუფი ლიცეუმში 10/09/2015 10:06 AM

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდა აშშ არმიის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მრჩეველთა ჯგუფი.

ამერიკელი სტუმრები ლიცეუმის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. მხარეებმა ერთმანეთს სასწავლებლების აკადემიური და სამხედრო სწავლების პროგრამები გააცნეს. მათ, ასევე, ურთიერთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.