უკრაინელი მოსწავლეები რობოტექნიკის ბანაკში 07/27/2018 12:00 AM

   ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი მიმართულება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფებზე ზრუნვის ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სმენადი“-ს ხელშეწყობით რობოტექნიკის ბანაკში ქართველ მოსწავლეებთან ერთად უკრაინელი მოსწავლეებიც ისვენებენ. უკრაინელი ახალგაზრდები განასკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები არიან, თუმცა მათი აქ ყოფნა არანაირ ბარიერს არ ქმნის. ბანაკში არსებული გარემო იძლევა მათი ადაპტირების საშუალებას. ისინი ჩართული არიან ბანაკის პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სახის აქტივობაში. დღეს, ბანაკს ორგანიზაცია „სმენადის“ ხელმძღვანელი ქალბატონი ირმა კილაძე და ორგანიზაციის უკრაინელი პარტნიორი, კიევის ოტორინოლარინგოლოგიის სარეაბილიტაციო ცენტრის კოორდინატორი ნინა შეპელენკო ესტუმრნენ. მათ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინივაციური სწავლებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კოორდინატორმა ლალი ჩარკვიანმა და დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის უფროსმა ოთარ ბაბუნაშვილმა ბანაკში არსებული არსებული სასწავლო გარემო და გასართობ-შემეცნებითი პროგრამები გააცნეს. სტუმრებმა მოინახულეს თავიანთი ბენეფიციარები, გაიზიარეს მათი ემოციები. ვიზიტორებმა საუბრისას, აღნიშნეს რომ ბანაკში არსებულმა გარემომ მოლოდინს გადააჭარბა. პროექტი ხელს უწყობს ქართველი და უცხოელი მოსწავლეების დამეგობრებას, მათში სოლიდარობისა და ტოლერანტობის გრძნობის გაჩენას, საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარებას, მოსწავლეეთა შესაძლებლობების გამოვლენას.

ფოტო გალერეა

ვიდეო