უკრაინელი კადეტების ექსკურსია 06/17/2019 12:00 AM

   დღეიდან უკრაინელი კადეტები ლიცეუმის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საველე მეცადინეობებს გაივლიან. საველე სწავლებაში ჩართვამდე მათ ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე შეხვდა და წარმატებები უსურვა. პოლკოვნიკმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ისინი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ. უკრაინელი კადეტები ლიცეუმს 15 ივნისს ესტუმრნენ და 22 ივნისამდე დარჩებიან. საველე სწავლების დაწყებამდე მათთვის დაგეგმილი იყო ექსკურსიები, რომლის ფარგლებშიც ნახეს ბაგრატის, გელათისა და მოწამეთის ტაძრები, პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეები, მარტვილის კანიონი და შაორის ტბა.

ფოტო გალერეა