უკრაინელი კადეტები ლიცეუმში 06/15/2019 12:00 AM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმს უკრაინელი კადეტები სტუმრობენ. ლიცეუმსა და უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო სპორტულ სასწავლებელ -"ზახისტნიკს " შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ლიცეუმს თადარიგის მაიორი ოლეგ ბობროვსკი და კადეტები ესტუმრნენ.ისინი ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან ლიცეუმში და გაივლიან ლიცეუმის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სამხედრო-საველე სწავლებებს. გარდა ამისა მათთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები. კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო, რაც გულისხმობს ლიცეუმის მსგავსი ტიპის სასწავლებლებთან ერთობლივ სწავლებებს, ორმხრივ გაცვლით პროგრამებსა და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობებს.

ფოტო გალერეა