უფროსი ლეიტენანტი ჯილდა წურწუმია სტუმრად ლიცეუმში 05/20/2019 12:00 AM

   დღეს ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდა უფროსი ლეიტენანტი ჯილდა წურწუმია. ის კადეტ გოგონებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. კითხვები შეეხო როგორც უფროსი ლეიტენანტის კარიერულ წინსვლასა და განვითარებას ასევე, ისეთ გლობალურ საკითხებს როგორიცაა ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა. “როცა შენზე იმედებს დაამყარებენ ეს დიდი მოტივაციაა, ჩემთვის პირველი დიდი გამოწვევა იყო, როცა სასწავლებლად გამიშვეს ინგლისის სამეფო სამხედრო აკადემიაში, მეორე გამოწვევა იყო, როცა ოცეული ჩამაბარეს. თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ გაიმარჯვოთ, იმიტომ, რომ ქართველები ვართ და სხვაგვარად არ გვჩვევია. მთავარია საქმისადმი სიყვარული, მე მიყვარს ის რასაც ვაკეთებ. მიხარია, რომ ერთ აგურს მაინც დავდებ ქვეყნის აღმშენებლობაში. სადაც არ უნდა იყოთ თავდაუზოგავად უნდა ემსახუროთ თქვენს ქვეყანას“ - აღნიშნა უფროსმა ლეიტენანტმა ჯილდა წურწუმიამ კადეტებთან შეხვედრისას. უფროსი ლეიტენანტი ჯილდა წურწუმია 2012-2016 წლებში სწავლობდა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საერთო-საჯარისო მართვისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა ქვეითი უმცროსი ოფიცრის სპეციალიზაციის კურსზე. 2017-2018 წლებში მან ინგლისის სამეფო სამხედრო აკადემიაში გაიარა ოფიცრის საკარიერო კურსი.

ფოტო გალერეა