კადეტებმა სტუდენტურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
“წყლის რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება“- ამ სახელწოდებით გამართულ კონფერენციაზე თემატური საკონფერენციო ნამუშევრები წარადგინეს პირველი სასწავლო კურსის კადეტებმა: ლილე ბუბუტეიშვილმა, ზურაბ ბაბუნაშვილმა და ნინო ბარბაქაძემ. ისინი საინტერესო თემების წარდგენისათვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
კადეტებს ფასილიტაციას უწევდნენ ლიცეუმის მასწავლებლები: ნესტან ბანცაძე და მზია გურული.
კონფერენცია, რომელიც წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარდა. მასში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდნენ ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც.