საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 02/12/2021 6:51 PM

ლიცეუმში წიგნის საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა.
დასკვნითი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო განხორციელებული აქტივობების პრეზენტაციები. გამოვლინდნენ ესეებისა და დებატების კონკურსის გამარჯვებული კადეტები.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ საუკეთესო ესეს ავტორად დაასახელა მეორე სასწავლო კურსის კადეტი ანა-მარია ქებაძე, საუკეთესო მოდებატედ კი პირველი სასწავლო კურსის კადეტი გიორგი ბრუნჯაძე.
კვირეულში ჩართული იყვნენ სამივე სასწავლო კურსის კადეტები, რომლებმაც ლიბანელი მწერლის ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ნაწარმოებზე - „წინასწარმეტყველი“ დაყრდნობით შექმნეს საინტერესო ნახატები, პოსტერები, პრეზენტაციები, მონაწილეობა მიიღეს ესეებისა და დებატების კონკურსში.
ღონისძიება ლიცეუმის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის ანა კობახიძის ინიციატივითა და პედაგოგ ლალი ლარცულიანის ორგანიზებით განხორციელდა.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე:https://bit.ly/3qjpcCz