წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 02/03/2021 6:23 PM

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს“ ლიცეუმში კვირეული ეძღვნება. კვირეული ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლალი ლარცულიანმა გახსნა, რომელმაც ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კადეტებმა დისტანციურ რეჟიმში ლიბანელი მწერლის ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ნაწარმოებიდან - „წინასწარმეტყველი“ ფრაგმენტები წაიკითხეს, განიხილეს თავად ნაწარმოები და მასში მოცემული სხვადასხვა საკვანძო საკითხები, ასევე იმსჯელეს მწერლის მსოფლმხედველობასა და ავტორის შემოქმედებითი უნარის ორიგინალურობაზე.  ნაწარმოების ირგვლივ თავიანთი ხედვა წარმოადგინეს როგორც კადეტებმა, ასევე მასწავლებლებმა.

კვირეულის ფარგლებში ნაწარმოების ირგვლივ დაგეგმილია დებატები, ასევე ესეების, ნახატების, პოსტერებისა და ელექტრონული ბარათების კონკურსი.

ღონისძიებას დირექციის წარმომადგენლები, სასწავლო კურსის უფროსები, პედაგოგები და კადეტები ესწრებოდნენ.

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებაა. მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.