წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 02/02/2022 5:22 PM

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ლიცეუმში ლიტერატურული საღამო გაიმართა.

კადეტებს დისტანციურ რეჟიმში პოეტი ირმა ბერიძე შეხვდა. პოეტმა ლიტერატურასა და ლიტერატურულ ჟანრებზე ისაუბრა. კადეტებთან ერთად იმსჯელა და განიხილა უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონი“, თუმცა საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გასცდა ამ ნაწარმოებს. საუბარი შეეხო მონაწილეთათვის საყვარელ ნაწარმოებებსა, გმირებსა და ლექსებს.

ღონისძიება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო. ასოციაციის მიერ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში უკვე მეშვიდედ აღინიშნება.

ფოტო გალერეა