„წიგნი-ჩვენი მეგობარი“ 12/04/2018 3:48 PM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა და საბავშვო ლიტერატურულმა კლუბმა-,,წიგნების თაობა“ ერთობლივი პროექტი ,,წიგნი-ჩვენი მეგობარი“ განახორციელეს. ღონისძიება ლიცეუმის კლუბში შედგა და მასში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის თანამშრომლის შვილები და წიგნების თაობის მსმენელები იყვნენ ჩართულნი.
   პროექტი მსმენელების ასაკობრივი კატეგორიიდან გამომდინარე ორ ეტაპად გაიყო. პირველი ეტაპი შედარებით დაბალ ასაკობრივ ჯგუფს დაეთმო. წიგნების თაობის პედაგოგებმა და კადეტებმა პატარებს წაუკითხეს და განიხილეს წინასწარ შერჩეული ნაწარმოებები. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ნაწარმოების განხილვაში. ისინი გამოხატავდნენ საკუთარ ემოციებს და დამოკიდებულებებს გმირებთან დაკავშირებით. ღონისძიების მეორე ნაწილი სახალისო-შემეცნებით თამაშებს დაეთმო.
   ,,წიგნი-ჩვენი მეგობარი“ პირველი პროექტია, რომელიც ლიცეუმმა და საბავშვო ლიტერატურულმა კლუბმა ერთობლივად განახორციელეს, თუმცა მხარეები მომავალშიც გეგმავენ სხვადასხვა საინტერესო პროექტს.

ფოტო გალერეა