პედაგოგთა და სერჟანტ-ინსტრუქტორთა ტრენინგი 08/24/2021 4:19 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პედაგოგთა და სერჟანტ-ინსტრუქტორთა შემადგენლობა დისტანციურ რეჟიმში, არასრულწლოვნებთან მუშაობისა და მოზარდის ფსიქო-სოციალურ  თავისებურებებზე ტრენინგებს გადიან.

ტრენინგი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინიციატივითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპატრამენტის უზრუნველყოფით მიმდინარეობს.

სასწავლო პროგრამა ძირითადად დაფუძნებულია პრაქტიკულ სამუშაოებზე. ჯგუფის წევრთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობს   რეალური სურათისა და კონკრეტული შემთხვევბის განხილვა.

ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი ტრენინგის მნიშვნელობასა და საჭიროებებზე საუბრობს. მისი თქმით მსგავსი ტიპის სწავლებებს სისტემატიური ხასიათი მიეცემა.

„აუცილებელია ჩვენმა პედაგოგებმა და სერჟანტ-ინსტრუქტორებმა გარკვეული პერიოდულობით გაიარონ მსგავსი ტიპის ტრენინგები, გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება, გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები პროფესიონალებს და მიიღონ მათგან საინტერესო და საჭირო რჩევები. მით უფრო, რომ ლიცეუმი პანსიონის ტიპის, სამხედრო პროფილის საგანმანათლებლო დაწესებულებაა,  ლიცეუმს სხვა საჯარო სკოლებთან შედარებით  განსხვავებული მიდგომებისა და მეთოდოლოგიის გამოყენება სჭირდება“- აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.