თავდაცვის ძალების დღე 08/09/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში თავდაცვის ძალების დღე გაიმართა ბანაკის მეოთხე ნაკადის მოსწავლეებისათვის მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღების გამოფენა მოაწყვეს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო დელტას მიერ წარმოებული ჯავშანმანქანა "დიდგორი“. გამოფენის შემდეგ ახალგაზრდებს ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურემ, მაიორმა ზურაბ ჭელიძემ საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის დაწყებამდე ახლაგზრდებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. ბავშვებს ქართული ჯარის, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მაიორმა ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის საკითხებზეც ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. მოგვიანებით ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებისათვის სახალისო შეჯიბრი მოაწყვეს. მათ სამხედრო ელემენტებისაგან შემდგარი დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა მოუწიათ. ისინი ერთმანეთს აზიდვებში, ხოხვით გადაადგილებაში, დაშავებულის საკაცით გადაყვანაში, ხელყუმბარის ტყორცნაში და ტვირთის გადაზიდვაში დაუპირისპირდნენ. შეჯიბრში მონაწილეობას მოსწავლეთა ლიდერებიც ღებულობდნენ. შეჯიბრის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები. რობოტექნიკის ბანაკში სამხედრო სწავლებებსა და სამხედრო დღეს ხელმძღვანელობს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ ბაბუნაშვილი.

ფოტო გალერეა