თავდაცვის ძალების დღე 08/02/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში თავდაცვის ძალების დღე გაიმართა ბანაკის მესამე ნაკადის მოსწავლეებისათვის მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღების გამოფენა მოაწყვეს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო დელტას მიერ წარმოებული ჯავშანმანქანა "დიდგორი“. გამოფენის შემდეგ ახალგაზრდებს მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ, უფროსმა სერჟანტმა გაგა გელაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ბავშვებს ქართული ჯარის, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. უფროსმა სერჟანტმა ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის საკითხებზეც ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. მოგვიანებით ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებისათვის სახალისო შეჯიბრი მოაწყვეს. მათ სამხედრო ელემენტებისაგან შემდგარი დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა მოუწიათ. ისინი ერთმანეთს აზიდვებში, ხოხვით გადაადგილებაში, დაშავებულის საკაცით გადაყვანაში, ხელყუმბარის ტყორცნაში და ტვირთის გადაზიდვაში დაუპირისპირდნენ. შეჯიბრში მონაწილეობას მოსწავლეთა ლიდერებიც ღებულობდნენ. შეჯიბრის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომელთაც კადეტთა სამხედრო ლიცეუმისაგან დიპლომები გადაეცათ. რობოტექნიკის ბანაკში სამხედრო სწავლებებსა და სამხედრო დღეს ხელმძღვანელობს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ ბაბუნაშვილი.

ფოტო გალერეა