თანამედროვე ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში 12/11/2018 12:00 AM

   „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია“- ამ თემაზე კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე პედაგოგიურ პერსონალსა და კადეტებს შეხვდა. ,,ტექნოლოგიურმა პროგრესმა, საზოგადოება დააყენა გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე - ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ რევოლუციებს. ამიტომაც აქტიურად ვმუშაობთ,რომ,რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიები ჩავრთოთ სასწავლო პროცესში. სწორედ ამის დასტურია რობოტექნიკისა და ელექტრონიკის გაკვეთილები, რომელიც უკვე გიტარდებათ; დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრი, სადაც თქვენ უკვე ახორციელებთ სიმულაციურ სროლებს სხვადსხვა ტიპის იარაღიდან; ვიარ სისტემები და ვირტუალური ლაბორატორები, რომელიც ძალიან მალე ჩაერთვება სასწავლო პროცესებში. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თქვენ შეიძინოთ ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომელიც ყოველთვის გამოგადგებათ, მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიას აირჩევთ“- განაცხადა ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ.

ფოტო გალერეა