თამაში „რობოტების შეჯიბრი“ 08/05/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში მხიარული თამაში „რობოტების შეჯიბრი“ გაიმართა. თამაშს უძღვებოდა და მოსწავლეთა განწყობაზე ზრუნავდა რობოტექნიკის პედაგოგი თემურ სახელაშვილი. მოსწავლეები თამაშის წესების თანახმად რვაწევრიან გუნდებად გადანაწილდნენ. შეჯიბრში გამოყენებული იყო ექვსფეხა რობოტი, ჰუმანოიდი და რობოტი „როლი“. მოსწავლეებს რობოტების მართვა, საქართველოს დროშის ბოლო წერტილამდე მიტანა და ჰუმანოიდისთვის გადაცემა ევალებოდათ. თამაშის მთავარი პრინციპი დავალების მცირე დროში და სწორად შესრულება იყო. გამარჯვებული გუნდის წევრები, დასკვნით ღონისძიებაზე, კადეტთა სამხედრო ლიცეუმისაგან დაჯილდოვდებიან შესაბამისი სიგელებით. რობოტექნიკის ბანაკის სასწავლო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.

ფოტო გალერეა