თამაში -„რობოტების შეჯიბრი“ 08/11/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში მხიარული თამაში „რობოტების შეჯიბრი“ გაიმართა. შეჯიბრი, რომელსაც რობოტექნიკის ტრენერ-ინსტრუქტორი თემურ სახელაშვილი უძღვებოდა, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. თამაშის წესების თანახმად , მოსწავლეები რვაწევრიან გუნდებად გადანაწილდნენ. შეჯიბრში გამოყენებული იყო ექვსფეხა რობოტი, ჰუმანოიდი და რობოტი „როლი“. მოსწავლეებს რობოტების მართვა, საქართველოს დროშის ბოლო წერტილამდე მიტანა და ჰუმანოიდისთვის გადაცემა ევალებოდათ. თამაშის მთავარი პრინციპი დავალების მცირე დროში და სწორად შესრულება იყო. გამარჯვებული გუნდის წევრები, დასკვნით ღონისძიებაზე, კადეტთა სამხედრო ლიცეუმისაგან დაჯილდოვდებიან შესაბამისი სერტიფიკატებით. თამაშის მსვლელობისას გამოვლინდნენ აქტიური ლიდერები: გიორგი მინასიანი და ნინო კახოიძე, რომლებიც ასევე დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით. რობოტექნიკის ბანაკის სასწავლო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.

ფოტო გალერეა