თამაში - რა? სად? როდის? 08/09/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?" გამართა. შეჯიბრში მოსწავლეთა მეოთხე ნაკადის თორმეტივე გუნდი მონაწილეობდა. ინტელექტუალური ჭიდილი საინტერესოდ წარიმართა. მთელი თამაშის მანძილზე მეექვსე და მეთორმეტე გუნდებს შორის თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, რის გამოც დამატებითი რაუნდი დაინიშნა. ახალგაზრდები ერთმანეთს ღირსეულ მეტოქეობას უწევდნენ. საბოლოოდ გამარჯვება მეექვსე გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ფოტო გალერეა

ვიდეო