თამაში გემობანა 07/27/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში გასართობ-შემეცნებითი თამაში ,,გემობანა“ გაიმართა. გუნდებს გამარჯვებისათვის, რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოეპოვებიათ. ყოველი ქულისათვის კი ოთხი აუცილებელი კომპონენტი: ქვემეხი, საკვები, საწვავი და წყალი. კომპონენტებს ბანაკის სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი ლიდერებისაგან იმ შემთხვევაში მიიღებდნენ თუ მათ დავალებებს კარგად გაართმევდნენ თავს. დავალებები მოიცავდა როგორც ისტორიულ, სამეცნიერო, ასევე იუმორისტულ კითხვებს. საინტერესო თამაშის გამარჯვებული მეცხრე გუნდი გახდა.

ფოტო გალერეა