სროლის სავარჯიშოები 06/26/2019 12:00 AM

   პრაქტიკული საველე მეცადინეობის ფარგლებში კადეტებმა სროლის სავარჯიშოები გაიარეს. მეცადინეობა მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მიმდინარეობდა. კადეტებმა შეასრულეს საწყისი სროლისა და ნატყვიართა დაჯგუფების სავარჯიშოები. დავალების შესრულებამდე მათ პირველადი სამედიცინო დახმარებისა და იარაღის დაშლა-აწყობის მეცადინეობა ჩაუტარდათ. სწავლებაში ჩართული იყვნენ, როგორც ლიცეუმის ასევე მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები.

ფოტო გალერეა