სროლის კურსი 06/28/2018 12:00 AM

   პრაქტიკული საველე მეცადინეობის ფარგლებში პირველი კურსის კადეტებმა სროლის კურსები გაიარეს. მეცადინეობა ორი დღის განმავლობაში მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მიმდინარეობდა. კადეტებმა შეასრულეს საწყისი სროლისა და ნატყვიართა დაჯგუფების სავარჯიშოები. სწავლებაში ჩართული იყვნენ, როგორც ლიცეუმის ასევე მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები. კურსის დასრულების შემდეგ კადეტებისათვის მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობამ შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენა მოაწყო.
მეცადინეობას მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და მასტერ სერჟანტი რამაზ პაიკიძე ესწრებოდნენ. მათ კადეტთა სამხედრო ლიცეუმს სიმბოლური საჩუქარი უსახსოვრეს.

ფოტო გალერეა