სპორტული ოლიმპიადის ზონალური ტური 05/21/2018 12:00 AM

   20 მაისს, ქუთაისში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები გაიმართა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ერთმანეთს 6
რეგიონის გამარჯვებული გუნდი დაუპირისპირდა. მათ შორის იყო კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ვაჟთა გუნდი, როგორც იმერეთის ჩემპიონი გეზრბენში. გუნდებმა
ერთმანეთს ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს. საკმაოდ დაძაბული ტურის შემდეგ დასავლეთ საქართველოს, ზონალური პირველობა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გუნდმა
(ტარიელ ღიბრაძე, ლუკა უკლება, ზურაბ გოგიაშვილი, იმედა ჩაჩუა) მოიპოვა. გამარჯვებულები, მედლებით, სიგელებითა და თასით დაჯილდოვდნენ. დასავლეთ
და აღმოსავლეთ საქართველოს გამარჯვებული გუნდები ფინალურ ტურში იბრძოლებენ საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.

ფოტო გალერეა