რობოტექნიკის ბანაკში სპორტული ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა ოლიმპიადის გახსნის ღონისძიებაზე მოსწავლეები პირობითად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. მათ მრავალფეროვანი პერფომანსით შერჩეული ქვეყნების ისტორია და კულტურა წარმოადგინეს. რობოტექნიკის ბანაკში ოლიმპიადა სპორტის ხუთ სახეობაში: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი და ჭადრაკი ტარდება. გამარჯვებული გუნდები და მოსწავლეები ჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა და სიგელებით.