სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება 12/10/2018 12:00 AM

  ქუთაისის მერიამ ,,სასკოლო სპორტულ ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები თასებითა და მედლებით დაჯილდოვა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სპორტის ორ სახეობაში - გეზრბენსა და კალათბურთში დაიკავა საპრიზო ადგილები. ლიცეუმის მორბენალ ვაჟთა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა, რისთვისაც იგი დაჯილდოვდა დიპლომითა და თასით, წევრები კი ოქროს მედლებით. კალათბურთის ტურნირში კადეტ გოგონათა გუნდმა მეორე ადგილი მოიპოვა. კალათბურთის გუნდი დაჯილდოვდა დიპლომით, გუნდის თითოეულ წევრს კი გადაეცა ბრინჯაოს მედალი.

ფოტო გალერეა