სპორტული ოლიმპიადა რობოტექნიკის ბანაკში 08/15/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში სპორტული ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაზე მოსწავლეთა თორმეტი გუნდი პირობითად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იყო. მონაწილეებმა მრავალფეროვანი პერფომანსით ქვეყნების ისტორია და კულტურა გააცოცხლეს. რობოტექნიკის ბანაკში სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს სპორტის ხუთ სახეობაში: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი და ჭადრაკი. გამარჯვებული გუნდები და მოსწავლეები ჯილდოვდებიან თასებითა და მედლებით.

ფოტო გალერეა

ვიდეო