სპორტული ოლიმპიადა გეზრბენში 04/08/2019 12:00 AM

   „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“- ის ფარგლებში 6 აპრილს ქუთაისში მუნიციპალური ტური გაიმართა გეზრბენში. მასში მონაწილეობა ათი სკოლის გუნდმა მიიღო. მათ შორის იყო კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ვაჟთა გუნდი: უკლება ლუკა, ღიბრაძე ტარიელ, ქოქაშვილი იესე, ჩაჩუა იმედა, წაქაძე დავითი, გოგიაშვილი ზურაბი. (ხელმძღვანელი კობა ვერულაშვილი). კადეტებმა პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვეს და გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ვაჟთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი და მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატების მონაწილეობის კანდიდატი გახდა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა უკვე რამდენიმე წელია მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის. მუნიციპალურ, რეგიონალურ და ფინალურ ტურში გამარჯვების შემდეგ, გუნდები მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან. ოლიმპიადა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ფოტო გალერეა