რობოტექნიკის ბანაკში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამ მიზნით ბანაკში აქტიურად მიმდინარეობს შეჯიბრი სპორტის ხუთ სახეობაში: ფეხბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და ფრენბურთი. გამარჯვებული გუნდები ჯილდოვდებიან თასებითა და მედლებით.