სპიკერების პროგრამა 05/02/2018 12:00 AM

   დღეს სპიკერების პროგრამის ფარგლებში ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდა ლეიტენანტი ჯილდა წურწუმია. ,,გაქვს თუ არა ის რაც სჭირდება არმიას?!“ - ამ მაპროვოცირებელი შეკითხვით დაწყებულ ლექციაზე სტუმარმა საკუთარი კარიერული ზრდისა და ამ გზაზე დაგროვილი გამოცდილების შესახებ ისაუბრა. ,,ყველაფერი დაიწყო ეროვნული თავდაცის აკადემიაში, როცა დავდევი სამხედრო ფიცი და შევუერთდი შეიარაღებული ძალების დიდ ოჯახს. ჩემთვის მთავარი მოტივაცია იმ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე იყო საქმისადმი სიყვარული, რომელსაც მე ვაკეთებ.“- აღნიშნა ლეიტენანტმა. ლეიტენანტი ჯილდა წურწუმია 2012-2016 წლებში სწავლობდა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საერთო-საჯარისო მართისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა ქვეითი უმცროსი ოფიცრის სპეციალიზაციის კურსზე. 2017-2018 წლებში მან ინგლისის სამეფო სამხედრო აკადემიაში გაიარა ოფიცრის საკარიერო კურსი. ამჟამად მსახურობს კრწანისის საჯარისო მართვის ცენტრში.

ფოტო გალერეა