სპიკერების პროგრამა 12/13/2018 12:00 AM

  სპიკერების პროგრამის ფარგლებში, ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორები, ექიმი თერაპევტი იმედა ქურციკიძე და ფსიქიატრი სალომე ჩიხლაძე. მათ კადეტებს წაუკითხეს ლექცია თემებზე: „თამბაქო და ჯანმრთელობა“ და „ალკოჰოლის გავლენა ორგანიზმზე". შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სპიკერებმა ამომწურავი პასუხები გასცეს კადეტების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.

ფოტო გალერეა