სპიკერების პროგრამა 02/12/2019 12:00 AM

   სპიკერების პროგრამის ფარგლებში ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ თურქეთის სამხედრო საავიაციო და სახმელეთო აკადემიების მსმენელები ავთანდილ უჩაძე, ირაკლი გელაშვილი და დავით კაკაშვილი. ისინი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულები არიან, რომლებიც ლიცეუმის სპეციალური მოსამზადებელი კურსების მეშვეობით ჩაირიცხნენ თურექთის სამხედრო აკადემიებში. სტუმრებმა შეხვედრაზე თავიანთი სასწავლებლების პრეზენტაციები წარადგინეს და კადეტებს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს. ,,ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ლუცეუმმა და თურქეთის სამხედრო აკადემიამ მასწავლა არის, ის რომ ადამიანის შესაძლებლობებისათვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. ფორმას, რომელსაც თხუთმეტი წლის ასაკში ჩაიცვამ, მერწმუნეთ, მარტივად ვერ დათმობთ. მიხარია, რომ მე რავალეროვნულ სასწავლებელში, ამაყად დამაქვს ჩვენი, საქართველოს დროშა“- განაცხადა ავთანდილ უჩაძემ. კურსდამთავრებულებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. ლიცეუმში შექმნიალია TOEFL, SAT და თუქრული ენის სპეციალური კურსები, რომლებიც დაინტერესებულ კადეტებს აშშ-სა და თურქეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად ამზადებს. ლიცეუმს ჰყავს კურსდამთავრებულები, რომლებმაც აღნიშნული კურსების გავლის შემდეგ, წარმატებით გააგრძელეს სწავლა ამერიკისა და თურქეთის სამხედრო აკადემიებში.

ფოტო გალერეა