პოლკოვნიკი გიორგი ჯაჭვაძის ვიზიტი 04/08/2022 1:49 PM

სპიკერების პროგრამის ფარგლებში ლიცეუმში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის J-1 პერსონალის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ჯაჭვაძე.

პოლკოვნიკმა გიორგი ჯაჭვაძემ კადეტებთან სამხედრო მოსამსახურეთა კარიერულ განვითარებასა და იმ საინტერესო პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეთა კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული. ინტერაქტიული ხასიათის ლექციაში კადეტები აქტიურად იყვნენ ჩართულები.

 

ფოტო გალერეა