სპიკერების პროგრამა 04/01/2022 1:13 PM

სპიკერების პროგრამის ფარგლებში ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდა სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი.

შეხვედრას ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, სასწავლო კურსების უფროსები, სამხედრო მოსამსახურეები, მეორე და მესამე სასწავლო კურსის კადეტები ესწრებოდნენ.

პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი კადეტებს სპეციალური ოპერაციის ძალების დაარსების, საქმიანობისა და მიზნების შესახებ ესაუბრა. წარდგენილმა პრეზენტაციამ კადეტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაც გამოიხატა კიდეც მათ მიერ დასმულ შეკითხვებში.

ფოტო გალერეა