სპექტაკლის პრემიერა 06/11/2019 12:00 AM

   ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში კადეტთა სპექტაკლის -“მექანიკური ფორთოხალი“ პრემიერა გაიმართა. პრემიერას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, დასავლეთ სარდლობის მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი, სხვადასხვა ქვედანაყოფის მეთაურები, სამხედრო მოსამსახურეები, ლიცეუმის პირადი შემადგენლობა, ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ერთმოქმედებიანი ფსიქოლოგიურ დრამაში რეჟისორმა თორნიკე მარჯანიშვილმა და კადეტებმა შეძლეს მაყურებლამდე მიეტანათ მათი მთავარი სათქმელი: “არა ძალადობას! არა ადამიანის ფსიქიკაზე ხელოვნურ ზემოქმედებას!“ . ენტონი ბერჯესის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა. სპექტაკლის დასასრულს, ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ სიტყვით მიმართა სტუმრებს და მადლობის სიგელით დააჯილდოვა წარმოდგენის ინსცენირების ავტორი და რეჟისორი თორნიკე მარჯანიშილი.

ფოტო გალერეა

ვიდეო