სპექტაკლი „მექანიკური ფორთოხალი“ 05/25/2019 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში მაია გაბუნია, ესთეტიკური აღზრდის ხელმძღვანელი მანანა რუხაია, კადეტები და ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელი მარინე მარჯანიშვილი თავისუფალი თეატრში იმყოფებოდნენ. მათ იხილეს ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი "მექანიკური ფორთოხალი". ენტონი ბერჯესის ნაწარმოების მიხედვით წარმოდგენილი სპექტაკლი კადეტებისათვის ორმაგად საინტერესო იყო. ისინი თავად ემზადებიან ამ სპექტაკლის დასადგმელად. სპექტაკლის რეჟისურაზე მუშაობს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის დირექტორი, რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი.

ფოტო გალერეა