სპეციალური სწავლება 06/21/2019 12:00 AM

   კადეტებისათვის საინჟინრო საბრძოლო ბატალიონისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სწავლება ჩაატარეს. საინჟინრო საბრძოლო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა სწავლების თეორიულ ნაწილში კადეტებს გააცნეს საინჟინრო მომზადების, ნაღმებისა და დანაღმულ ველზე გადაადგილების სპეციპიკა. სალექციო კურსის შემდეგ კადეტებმა მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება სცადეს. სპეციალური ოპერაციების ძალების ჯგუფმა სწავლების პირველ ნაწილში კადეტებს მტრის განეიტრალების ოპერაცია აჩვენეს, რომელშიც უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. მეორე ნაწილში კადეტებიც ჩაერთვნენ. ისინი მონაწილეობდნენ შენიღბვის, ჩასაფრებისა და თავდასხმის სწავლებებში. პრაქტიკული სწავლებების შემდეგ კადეტები სპეციალური ოპერაციების ძალების საქმიანობის შესახებ წარმოდგენილ პრეზენტაციას დაესწრნენ. პრეზენტაციამ, ისევე როგორც სწავლებამ კადეტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაც გამოიხატა კიდევაც მათ მიერ დასმულ შეკითხვებში. რამდენიმე მათგანმა სურვილიც კი გამოთქვა გახდეს სპეციალური ოპერაციების ძალების წევრი.

ფოტო გალერეა

ვიდეო