სპეციალური ოპერაციების ძალების სწავლება 06/21/2021 8:27 PM

საველე- სამხედრო სწავლება დინამიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს კადეტებისათვის  თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სამხედრო მოსამსახურეებმა იმიტირებული სწავლება ჩაატარეს.

სწავლება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისაგან შედგებოდა. სამხედრო მოსამსახურეების მიერ ლექციის და მტრის განეიტრალების ოპერაციის ჩატარების შემდეგ, მეცადინეობაში უშუალოდ კადეტები ჩაერთვნენ. ისინი შენიღბვის, ჩასაფრებისა და თავდასხმის ოპერაციებში მონაწილეობდნენ.

სპეციალური ოპერაციების ძალების სწავლებამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კადეტებში. კადეტების თქმით მათ გამორჩეული და შთამბეჭდავი სწავლება ჩაატარეს.

 „დღეს ჩვენ შევიტყვეთ თუ რა ეტაპებია საჭირო იმისათვის, რომ გახდე სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურე, ასევე მივიღეთ ამ სფეროსთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ინფორმაცია. სამხედრო მოსამსახურეებმა თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს და  დაუვიწყარი იმიტირებული სწავლება ჩაგვიტარეს. მე პირადად ვასრულებდი ოცეულის მეთაურის მოვალეობას და პასუხის ვაგებდი გუნდის თითოეული წევრის ქმედებაზე. ჩასაფრების და თავდასხმის ოპერაციები ჰგავდა რეალურ სიტუაციას, რაც საკმაოდ ამაღელვებელი და ემოციური აღმოჩნდა. ჩემთვის სამხედრო-საველე სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვაპირებ გავხდე ოფიცერი“ - მეორე სასწავლო კურსის კადეტი ლუკა მეშველიანი.  

„მე უშუალოდ ჩასაფრების ოპერაციაში ვმონაწილეობდი, ძალიან გამიხარდა, რომ შემარჩიეს, როგოც ათეულის ჯგუფის უფროსი.  ეს ყველაფერი ჩემთვის მოტივაციის მომცემი და სახალისო იყო“- მეორე სასწავლო კურსის კადეტი ქეთევან ხუნწარია.

სწავლების დასრულების შემდეგ კადეტებმა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს სპეციალური ოპერაციის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისაგან.

 

ფოტო გალერეა