სპეციალური კურსები 11/05/2018 12:00 AM

   ლიცეუმში შექმნიალია TOEFL, SAT და თუქრული ენის სპეციალური კურსები, რომლებიც დაინტერესებულ კადეტებს აშშ-სა და თურქეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად ამზადებს. ლიცეუმს ჰყავს კურსდამთავრებულები, რომლებმაც აღნიშნული კურსების გავლის შემდეგ, წარმატებით გააგრძელეს სწავლა ამერიკისა და თურქეთის სამხედრო აკადემიებში. მათი საზღვარგარეთ სწავლა სრულად დაფინანსდა. იმისათვის, რომ კურსდამთავრებული გახდეს ხსენებული სასწავლებლების სტუდენტი, აუცილებელია იყოს სრულწლოვნი და წარმატებით გაიაროს TOEFL –ისა და SAT -ის საერთაშორსიოდ აღიარებული ტესტები, რომლებიც ამოწმებს აპლიკანტის ინგლისური ენის ცოდნის დონეს და მათემატიკურ პრობლემებზე მუშაობის უნარებს. ლიცეუმში შექმნილ სპეციალურ კურსებს ამჟამად 19 კადეტი გადის. მათ შორის არის კადეტი ნიკოლოზ მერლანი, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს. მან უკვე გაიარა რეგისტრაცია საგამოცდო ტესტირებისათვის, რომლის რეგისტრაციის საფასური ,,კუბიკის“ ჯგუფის წარმომადგენლის ჯონ სკოტის ინიციატივით მხარდამჭერი ფონდის ,,ტაძრელები“ -ის მიერ იქნა გამოყოფილი. ნიკოლოზს სურვილი აქვს სწავლა გააგრძელოს აშშ-ს სამხედრო აკადემიაში. ლიცეუმში მოსამზადებელ პროგრამებს ხელმძღავნელობენ: აკადემიური დოქტორი ნინო ყანჩელი (TOEFL), ასოცირებული პროფესორი თეა კორძაძე (SAT) და აღმოსავლური ენების მცოდნე, თურქოლოგი ირმა ასათიანი (თურქული ენა).

ფოტო გალერეა