SOS ბავშვთა სოფლის აღსაზრდელები ლიცეუმში 10/25/2018 12:00 AM

   დღეს ქუთაისში მდებარე ,, SOS ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელები მესამე ქვეით ბრიგადასა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრნენ. ღონისძიება ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პროგრესული თაობის“ ორგანიზებით განხორციელდა. ლიცეუმში მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით უმასპინძლეს. ისინი თავდაპირველად დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსს ესტუმრნენ, სადაც სიმულაციურ სროლები განახორციელეს, შემდეგ კი ლიცეუმის სერჟანტებისა და კადეტების მიერ მოწყობილ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო მოთამაშე გოგონა და ვაჟი სიგელებით დააჯილდოვა დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ოთარ ბაბუნაშვილმა. ახალგაზრდებისათვის კიდევ უფრო საინტერსეო, სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა რობოტექნიკის ლაბორატორიაში ჩატარებული მასტერ-კლასი. ისინი პედაგოგების თემურ სახელაშვილისა და გიორგი ჩაჩუას დახმარებით ელექტრული სქემებისა და რობოტექნიკის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ. დღესვე მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მესამე სასწავლო კურსის კადეტებმა ანი სილაგაძემ და ნუგზარ ქვარიანმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის პრეზენტაციები წარუდგინეს და სასწავლებლებში მიღების, ცხოვრებისა და სწავლების პირობები გააცნეს. დასასრულ ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პროგრესული თაობის“ ხელმძღვანელმა ასმათ დვალიშვილმა ღონისძიებაში ჩართული პირები მადლობის ფურცლებით დააჯილდოვა.

ფოტო გალერეა