სოხუმის დაცემიდან დღეს 23 წელი გავიდა 09/27/2016 3:34 PM

   დღეს ქუთაისში მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა გვირგვინით შეამკეს. ახალგაზრდებთან ერთად დაღუპული ქართველი მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

ფოტო გალერეა