სკოლები სტუმრად 04/11/2019 12:00 AM

   ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ პროექტ „მომავლის თაობა“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონის საჩხერის მუნიციპალიტეტის (მერჯევის, ჯალაურთის, სხვიტორის, ქორეთის, საირხის, კორბოულის, ნიგვზარის) ჭიათურის (კაცხის, ქვაციხის, ბერეთისის), ვანის (ისრითის, სალომინაოს,ზეინდრის, ამაღლების) ბაღდათის (ვარციხის, როკითის, როხის) ხარაგულის (ლეღვანის) სამტრედიის (ტოლების), ზესტაფონის (შროშის, ილემის, ქვედა საზანოს, ტაბაკინის) და ქუთაისის 11; 36; 29 საჯარო სკოლის 40 მოსწავლე. ისინი გაეცნენ ლიცეუმში მიღების, ცხოვრებისა და სწავლების პირობებს, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო კითხვებზე. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს ლიცეუმის ინფრასტრუქტურა.

ფოტო გალერეა