„სიზმრად ნანახი საქართველო...“ 03/16/2019 12:00 AM

   ქ. რუსთავის მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კადეტებისათვის სპექტაკლი წარმოადგინეს. „სიზმრად ნანახი საქართველო“- ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელშიც პატარა მსახიობებმა გააცოცხლეს საქართველოსთვის თავდადებული ისტორიული გმირები. წარმოდგენამ კადეტთა მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა. სპექტაკლი ქ.რუსთავის გ. ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობის ეკატერინე ქვრივიშვილის რეჟისორობით დაიდგა და იგი წარმატებით იქნა ნაჩვენები როგორც რუსთავის საჯარო სკოლებში ასევე, რუსთავის თეატრის სცენაზე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ სტუმრებს ლიცეუმის პრეზენტაცია წარუდგინეს მესამე სასწავლო კურსის კადეტებმა ანი სილაგაძემ და ნუგზარ ქვარიანმა. მოსწავლეთა ვიზიტი ლიცეუმის ინფრასტრუქტურის დათვალიერებით დასრულდა.

ფოტო გალერეა