სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი 05/02/2017

   2017 წლის 2 მაისს ლიცეუმის დირექტორი და კადეტები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტს დაესწრნენ. ღონისძიება ქუთაისის მერიის ორგანიზებით ,,გვირილობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფოტო გალერეა