შიდა ჩემპიონატი ფეხბურთში 10/18/2018 12:00 AM

   ლიცეუმში სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განახლდა შიდა სპორტული ჩემპიონატები. ამჯერად შიდა ჩემპიონატი გაიმართა ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას სამივე სასწავლო კურსის ჯგუფები ღებულობდნენ. ნახევარ ფინალებისა და ფინალური ტურების შედეგად საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი- I სასწავლო კურსის V სასწავლო ჯგუფი; II ადგილი- II სასწავლო კურსის III სასწავლო ჯგუფი; III ადგილი - III სასწავლო კურსის III სასწავლო ჯგუფი. სპორტულ ღონისძიებებს ხელმძღვანელობს სპორტის მასწავლებელი კობა ვერულაშვილი.

ფოტო გალერეა